Accessibility links

logo-print

პოლიციამ დააკავა ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციური გაერთიანება "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერ ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმის საქმე გახსნა. დეტალებს არ იტყობინებიან. როგორც უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, სამართალდამცავებმა ბორჯომში დააკავეს 1975 წელს დაბადებული ეჭვმიტანილი. "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ქვედა კიდურების და წელის არეში. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი რამდენიმე დღის წინ დაკითხეს საავადმყოფოში.

XS
SM
MD
LG