Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში სასამართლომ ძალაში დატოვა ქალის მკვლელობისათვის გამოტანილი ვერდიქტები


ავღანეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა იმ პირისთვის გამოტანილი ვერდიქტი (20 წლით პატიმრობა), რომლის ყალბი ბრალდების გამოც ბრბომ ცემით მოკლა ახალგაზრდა ქალი. სასამართლომ ასევე ძალაში დატოვა მკვლელობაში მონაწილე 12 პირისთვის შეფარდებული სასჯელი, 10-დან 20 წლამდე პატიმრობა. 27 წლის სტუდენტი ქალი, ფარხუნდა მალიქზადა 2015 წლის მარტში მოკლეს მას შემდეგ, რაც იქვე მდებარე მულისმურ სალოცავში თილისმებით მოვაჭრე მამაკაცმა, ზაინუდინმა, ის ყურანის დაწვაში დაადანაშაულა. ყალბი ბრალდების მოტივად ითვლება ფარხუნდას მიერ მისი გაკრიტიკება, რომ არაისლამურ საქციელს სჩადიოდა. ზაინუდინს ჯერ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ გასაჩივრების შემდეგ 20 წლამდე პატიმრობით შეუცვალეს.

XS
SM
MD
LG