Accessibility links

მარია შარაპოვას ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინეს


რუსმა ჩოგბურთელმა, მარია შარაპოვამ აღიარა, რომ იანვარში გამართული ავსტრალიის ღია პირველობის დროს მის სისხლში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინეს. 7 მარტს, ლოს-ანჯელესში გამართულ პრესკონფერენციაზე, უიმბლდონის ყოფილმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ ნივთიერება, რომელიც ანალიზის შედეგად მის ორგანიზმში აღმოჩნდა, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA-მ) ახლახან შეიტანა აკრძალულ პრეპარატთა სიაში. არ მინდა, ჩემი კარიერა ასე დასრულდესო, უთხრა 28 წლის შარაპოვამ ჟურნალისტებს. „არ ვიცი, რა შედეგები მოჰყვება ამ აღმოჩენას, მაგრამ მზად ვარ, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან ვითანამშრომლო“, დასძინა შარაპოვამ. ხუთწუთიანი პრესკონფერენციის მსვლელობაში რუს ვარსკვლავს, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო, არ უთქვამს, მიიღო თუ არა დისკვალიფიკაციის შეტყობინება საერთაშორისო ჩოგბურთის მესვეურებისგან, და დასძინა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში იღებდა პრეპარატ მელდონიუმს, რომელიც მხოლოდ შარშან შეიტანეს „შავ სიაში“. მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელ ქალთა კლასიფიკაციაში შარაპოვას ამჟამად მეშვიდე სტრიქონი უკავია.

XS
SM
MD
LG