Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით


სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი განცხადებაქალთა შრომითი უფლებების დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ძალადობის აღმოფხვრისაკენ ბრძოლის საკითხებს უკავშირდება: "მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქალთა შრომითი უფლებების დაცვა და შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის აკრძალვა. ასევე, თვალსაჩინოა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიმართულებით არსებული უთანასწორობა. ერთი მხრივ, საზოგადოებაში არსებული მცდარი შეხედულებები, ხოლო მეორე მხრივ, სპეციალური ღონისძიებების სიმცირე, ხილულ და უხილავ ბარიერებს ქმნის ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობისათვის. საქართველოს სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში“, - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG