Accessibility links

"ნაციონალური მოძრაობა" ენერგეტიკის სამინისტროს საეჭვო გადარიცხვებში ამხელს


"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი რუსული ბანკის ფილიალიდან ცნობილმა კრიმინალმა დავით ქარსელაძემ, ენერგეტიკის სამინისტროს 1 100 000 დოლარი გადაურიცხა. ამის შესახებ გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს წარმოუდგინა გადარიცხვის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი რუსული ბანკის ფილიალიდან ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადმორიცხულია 1 100 000 დოლარში, მიზანში მითითებულია მშენებლობა, ხოლო ფულს რიცხავს ვინმე დავით ქარსელაძე. თარგამაძის თქმით, ამ შეთანხმების გარანტორად დოკუმენტში მითითებულია ვიცე-პრემიერის კახა კალაძის პირადი ბანკი "კალა კაპიტალი".

XS
SM
MD
LG