Accessibility links

logo-print

ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა


"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო, რის საფუძვლადაც ბრალდებულის მიმალვა ან მის მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლა დაასახელა. პროკურატურა მექვაბიშვილისთვის პატიმრობის, დაცვის მხარე კი 15 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. თავად ბრალდებულს პროცესზე განცხადება არ გაუკეთებია. მან დუმილის უფლებით ისარგებლა. ლევან მექვაბიშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 აპრილს ჩაინიშნა.

XS
SM
MD
LG