Accessibility links

ირანმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა


ირანი აცხადებს, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადეს რამდენიმე რეგიონში, სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით. საინფორმაციო სააგენტო "ისნა"-ს ცნობით, 8 მარტს ჩატარებული გამოცდების მიზანია აჩვენოს "ირანის ძალა მოწინააღმდეგის შესაკავებლად და ასევე ისლამური რესპუბლიკის უნარი, დაუპირისპირდეს ნებისმიერ საფრთხეს". აშშ-მა იანვარში დააწესა ახალი სანქციები 11 კომპანიისა და ინდივიდის წინააღმდეგ, ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის მომარაგებისათვის. ეს ნაბიჯი გადაიდგა იმავე პერიოდში, როცა ვაშინგტონმა ირანს ბევრი სანქცია გაუუქმა ბირთვული პროგრამის შეკვეცასთან დაკავშირებით. ირანმა შარშან ოქტომბერში გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც ბირთვული ქობინის გადატანის საშუალება აქვს. გაეროს აკრძალული აქვს ასეთი რაკეტის გამოცდა.

XS
SM
MD
LG