Accessibility links

logo-print

პაკისტანში 17 ადამიანი დაიღუპა სასამართლოს შესასვლელში აფეთქების შედეგად


პაკისტანში 17 ადამიანი დაიღუპა აფეთქებისას, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა სასამართლოს შენობის შესასვლელში მოაწყო. აფეთქება მოხდა 7 მარტს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ შაბყადარში. ძალადობაზე პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანელი თალიბების მოკავშირე ჯგუფმა, რომელიც თავს უწოდებს „ჯამათ-ულ-აჰრარს“ და აფეთქებას მოიხსენიებს შურისძიებად მუმთაზ ყადრის სიკვდილით დასჯისათვის. ყადრი გასულ კვირაში ჩამოახრჩეს 2011 წელს პროვინციის გუბერნატორის მკვლელობის გამო.

XS
SM
MD
LG