Accessibility links

ალექსი პეტრიაშვილმა საავადმყოფო დატოვა


ოპოზიციურ გაერთიანება "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა, რომელიც 26 თებერვალს დაჭრეს, საავადმყოფო დატოვა. მისი თქმით, არის „პროგრესი გამოჯანმრთელების თვალსაზრისით“ და ექიმები ფიქრობენ, რომ უკვე შეუძლია მკურნალობის შინ გაგრძელება. პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა აგრეთვე, რომ არ აპირებს თავდასხმის მოტივებზე ვარაუდების გამოთქმას, ამასთან თავდასხმას მკვლელობის მცდელობად მიიჩნევს. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს, ლევან მექვაბიშვილს. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ბრალდებულის მიმალვის ან მის მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე დაასახელა. 7 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი.

XS
SM
MD
LG