Accessibility links

logo-print

ნიუ-იორკის ყოფილი მერი არ წამოაყენებს კანდიდატურას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის


ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მულტიმილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი აცხადებს, რომ არ ჩაერთვება, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და ფიქრობს, რომ მისი კანდიდატურის წამოყენება, სავარაუდოდ, დაეხმარებოდა იმ ადამიანის წარმატებას, რომელიც ამერიკელებში „ქვენა გრძნობებს“ აღვიძებს - რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს. ბლუმბერგი ინტერნეტში გამოქვეყნებულ სტატიაში გამოთქვამს შეფასებას, რომ დონალდ ტრამპი ატარებს „დემაგოგიურ საპრეზიდენტო კამპანიას“, იყენებს „ადამიანების ცრურწმენას და შიშებს“. 74 წლის ბლუმბერგი მკაცრად აკრიტიკებს სენატორ ტედ კრუზსაც - ტრამპის მთავარ კონკურენტს პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლაში. გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იანვარში იუწყებოდა, რომ ბლუმბერგმა თავის გუნდს დაავალა საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კამპანიის შესაძლო გეგმის მომზადება.

XS
SM
MD
LG