Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსუფაშვილი აკრიტიკებს ინიციატივას, რომელიც ეხება ქორწინების საკითხზე კონსტიტუციაში ცვლილებას


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი „პოლიტიკური მახისაკენ ნაბიჯს“ უწოდებს მმართველი კოალიციის ინიციატივას ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, კონსტიტუციით განსაზღვრის თაობაზე. უსუფაშვილმა დღეს დაადასტურა, რომ "რესპუბლიკური პარტია", მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის წევრია, ემიჯნება ამ პროცესს. "რესპუბლიკური პარტია" საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ქორწინებას აღიარებს როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით ერთობას და არაფერს სხვას. შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობა და კონსტიტუცია ამ თვალსაზრისით ნაკლული სამართლებრივად არ არის (...) ამ თემით უახლოესი თვეების და საარჩევნო პროცესის დომინირება, არანაირად არ შედის საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესებში”, - განაცხადა უსუფაშვილმა. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 7 მარტს განაცხადა, რომ კოალიცია გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას, რათა ქორწინება განისაზღვროს, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობა.

XS
SM
MD
LG