Accessibility links

logo-print

მიგრანტების საკითხზე ევროკავშირისა და თურქეთის გეგმა კრიტიკას იწვევს


შეშფოთებასა და კრიტიკულ შეფასებებს იწვევს ევროკავშირისა და თურქეთის წინასწარი გეგმა მიგრაციის კრიზისის მოსაგვარებლად. კრიტიკა მიმართულია, მაგალითად, ევროკავშირიდან თურქეთში მიგრანტების მასობრივად დაბრუნების პერსპექტივის წინააღმდეგ. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს განმარტებით, საერთაშორისო სამართლით, დაუშვებელია უცხოელების მასობრივი გაძევება. ამასთან, სააგენტოს ევროპის ბიუროს დირექტორი, ვენსან კოშეტელი აღნიშნავს, რომ საბერძნეთში ჩასული მიგრანტების 91%-ს შეადგენს ხალხი, რომელიც გაურბის ომებს, მაგალითად, ერაყში, სირიასა და ავღანეთში. უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნალიც“ აკრიტიკებს ევროკავშირისა და თურქეთის წინასწარ გეგმას, რომელზეც მათ ბრიუსელში 7 მარტს გამართულ სამიტზე მოილაპარაკეს. ევროკავშირისა და თურქეთის ლიდერები, ფაქტობრივად, ვაჭრობენ და ანგარიშს არ უწევენ იმ ადამიანების უფლებებსა და ღირსებას, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე დაუცველ ხალხს მიეკუთვნებიანო, - აღნიშნავს ბრიუსელში „ამნესტის“ ოფისის ხელმძღვანელი, ივერნა მაკგოუანი.

XS
SM
MD
LG