Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სარვამარტო აქციები გაიმართა


საქართველოში გაიმართა აქციები პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართვისა და შრომითი უფლებების უკეთ დაცვისაკენ მოწოდებით. ქალთა საერთაშორისო დღესთან, 8 მარტთან დაკავშირებით თბილისში ათობით აქტივისტი მონაწილეობდა ორ აქცია-მსვლელობაში. დემონსტრანტები საქართველოს პარლამენტის შენობასთან მივიდნენ, ყველა დეპუტატს გაუგზავნეს წერილი და მათ მოუწოდეს გენდერული კვოტების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერისაკენ. 8 მარტთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში და მეტი ქალის ხმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში: „ჩვენ გვჭიდება კვოტირების სისტემა, რომ დავძლიოთ არსებული უთანასწორობა და მოვხსნათ უხილავი ბარიერები. განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევა“, - წერს სახალხო დამცველი და მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და საქართველოს პარლამენტს მხარი დაუჭირონ თანასწორობას.

XS
SM
MD
LG