Accessibility links

ევროპელი კანონმდებლები პუტინისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ სავჩენკოს საქმის გამო


ევროპის პარლამენტის დეპუტატებმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერს ფედერიკა მოგერინის მიმართეს, პირადი სანქციები დაუწესონ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და 28 სხვა პირს უკრაინელი პილოტის, ნადეჟდა სავჩენკოს მიმართ უკანონო მოპყრობისთვის. 8 მარტს საგანგებო წერილს ხელი მოაწერა 57-მა კანონმდებელმა. მათ დაასახელეს რუსეთის მოქალაქეები, ასევე პრორუსული სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინაში, რომლებსაც ბრალად დასდეს სავჩენკოს გატაცება, რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანა უკანონოდ დაპატიმრება და მის წინააღმდეგ ბრალდებების შეთითხვნა.

XS
SM
MD
LG