Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლ რაიანი: აშშ-ის კონგრესი ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს


აშშ-ის კონგრესი ირანს ახალ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. "ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა პოლ რაიანმა. მისი თქმით, გუშინ, ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდა, საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. როგორც პოლ რაიანმა აღნიშნა, თეირანის ქმედება აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა. "სანქციები ირანის წინააღმდეგ იმოქმედებს მანამ, ვიდრე თეირანი აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ პროვოკაციულ ქმედებებს არ დაასრულებს", - განაცხადა პოლ რაიანმა. გუშინ ირანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, თუმცა განაცხადა, რომ იგი ბირთვულ პროგრამას არ უკავშირდება და მშვიდობიან ხასიათს ატარებს. აღსანიშნავია, რომ თეირანის წინააღმდეგ დასავლეთმა რამდენიმე წლის წინ დაწესებული სანქციები გასულ თვეში მოხსნა.

XS
SM
MD
LG