Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდაშელი: ამერიკის მთავრობამ გვაცნობა, რომ არსებობს "ვარაუდი" თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის თაობაზე 


საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ის ისევე ელოდება თარხან ბათირაშვილის შესაძლო სიკვდილის შესახებ საბოლოო პასუხს, როგორც დანარჩენი საზოგადოება. როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს და მინისტრს დღეს დილით მიუვიდა ინფორმაცია თარხან ბათირაშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა ამ დრომდე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. "ჩვენ აქტიური და ქმედითი ურთიერთობა გვაქვს ამერიკის მთავრობასთან და გამთენიისას, ძალიან ადრე გვაცნობეს, რომ ასეთი ვარაუდი არსებობს. თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ვარაუდი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

XS
SM
MD
LG