Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა სიმბოლური აქცია ​ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერად


სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უკრაინის საელჩოსთან "ბორკილების მსხვრევის" სიმბოლური აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ თანადგომა გამოუცხადეს უკრაინელ სამხედრო მფრინავ ნადია სავჩენკოს. ნადია სავჩენკოს განაჩენს 21 მარტს წაიკითხავენ როსტოვის ოლქის დონეცკის საქალაქო სასამართლოში. სამხედრო მფრინავის მხარდამჭერი აქცია გაიმართა თავისუფლების მოედანზეც, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრმა გოკა გაბაშვილმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას,მეტი ზეწოლა განახორციელოს რუსეთზე, რათა სავჩენკო უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლოს. მფრინავი ქალის მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს პარლამენტში რესპუბლიკელმა დეპუტატმა ფრიდონ საყვარელიძემ, რომელიც კომიტეტის სხდომაზე სავჩენკოს ფოტოთი მივიდა, რომელზეც ეწერა "თავისუფლება ნადია სავჩენკოს". ნადია სავჩენკო 2014 წლის ივნისში შეიპყრეს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ის მოხალისეთა ბატალიონში იბრძოდა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ. ამის შემდეგ ის ჩაიყვანეს რუსეთში, სადაც ასამართლებენ ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG