Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბები თავს დაესხნენ რამდენიმე უწყებას ჰელმანდის პროვინციაში


ავღანეთიდან იუწყებიან, რომ თალიბები თავს დაესხნენ რამდენიმე უწყებას სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში, სადაც თვეებია გრძელდება შეტაკებები თალიბებსა და მთავრობის ჯარებს შორის. გუბერნატორის წარმომადგენლის განცხადებით, იერიში 9 მარტის დილას დაიწყო ქალაქ გერეშკში პოლიციის შტაბბინასა და დაზვერვის სააგენტოს ოფისებზე შეიარაღებული პირების თავდასხმებით. პოლიციის კომპლექსის ტერიტორიაზე თავი აიფეთქეს თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა. როგორც იუწყებიან, პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა შვიდი მოიერიშე და სამი პოლიციელი. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, იერიშში ოთხი ექსტრემისტი მონაწილეობდა, მაგრამ მათი რიცხვი როგორც ჩანს გაცილებით მეტია. ბოლო სამი თვეა ჰელმანდში, რომელიც ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანის ერთ-ერთ ცენტრად ითვლება, ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს, ერთი მხრივ, ექსტრემისტებსა და სამართალდამფცველებს, მეორე მხრივ კი თავად ექსტრემისტებს შორის, ნარკოტიკების კონტრაბანდის მარშრუტების გასაკონტროლებლად.

XS
SM
MD
LG