Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე ვერ ხედავს პრობლემას "გაზპრომის" მიერ საქართველოს გაზით უზრუნველყოფაში


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ გაზმომარაგების მხრივ საქართველოს უზრუნველყოფა მოხდეს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ მიერ - თუ საქართველოს აზერბაიჯანი ვერ მიაწოდებს საკმარისს გაზს. ეს განცხადება მინისტრმა გააკეთა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშს ისმენენ. “მე ამას ეკონომიკურ ჭრილში ვუყურებ. თუ ჩემს ქვეყანას, ჩემს ქვეყანაში მცხოვრობ ადამიანებს დასჭირდება დამატებითი მოცულობები და არ გვექნება შესაძლებლობა აზერბაიჯანიდან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიდან შემოვიტანოთ გაზი, მე ვერანაირ პრობლემას ვხედავ, რომ საქართველოს უზრუნველყოფა მოხდეს თუნდაც გაზპრომიდან ნაყიდი გაზით,” - განაცხადა კალაძემ. საქართველოში საზოგადოების ნაწილის მკვეთრად უარყოფით რეაქციას იწვევს განცხადებები, რომლებიც ეხება „გაზპრომისაგან“ იმპორტის მოცულობის გაზრდის შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG