Accessibility links

logo-print

ტრამპმა და კლინტონმა პოზიციები გაიმყარეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებად ნომინაციისათვის ბრძოლაში


შეერთებულ შტატებში მულტიმილიარდერმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა კიდევ სამ შტატში გამართულ შიდაპარტიულ არჩევნებში, რომლებმაც პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის ვინაობა უნდა გამოავლინოს. მან კონკურენტებს აჯობა მიჩიგანის, მისისიპისა და ჰავაის შტატებში, ხოლო ტრამპის მთავარმა მეტოქემ, სენატორმა ტედ კრუზმა აიდაჰოში გაიმარჯვა. პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატად ნომინირებისათვის ბრძოლაში ლიდერის პოზიცია გაიმყარა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა: მან მისისიპის შტატში გაიმარჯვა.

XS
SM
MD
LG