Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა „ბიტლზის“ პროდიუსერი ჯორჯ მარტინი


90 წლის ასაკში გარდაიცვალა „ბიტლზის“ პროდიუსერი ჯორჯ მარტინი. ამის შესახებ საზოგადოებას „ტვიტერის“ მეშვეობით აუწყა ლეგენდარული ანსამბლის წევრმა რინგო სტარმა. ლივერპულელთა კვარტეტის კიდევ ერთმა წევრმა, პოლ მაკკარტნიმ, თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, ჯორჯი ჩემთვის მეორე მამასავით იყოო. „იმ დღიდან, როცა ‘ბიტლზს’ პირველი კონტრაქტი გაგვიფორმა, იმ დღემდე, როცა მას უკანასკნელად შევხვდი, ეს იყო ყველაზე გულუხვი, ჭკვიანი და მუსიკალური ადამიანი, რომელთან ნაცნობობის ბედნიერებაც ოდესმე მქონია,“ წერს მაკკარტნი. ჯორჯ მარტინს კრიტიკოსები ხშირად „მეხუთე ბიტლს“ უწოდებდნენ - იმის ხაზგასასმელად, რომ მას უდიდესი წვლილი მიუძღოდა „ბიტლსის“ წარმატებაში - არა მარტო კომერციული, არამედ მუსიკალური თვალსაზრისითაც. სახელგანთქმული ანსამბლის დანარჩენი ორი წევრი, ჯონ ლენონი და ჯორჯ ჰარისონი ცოცხლები აღარ არიან. სულ ჯორჯ მარტინის პროდიუსერობით „ბიტლსისა“ და ათობით სხვა შემსრულებლის 700-ზე მეტი დისკია გამოსული.

XS
SM
MD
LG