Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი არ აპირებს ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეჩერებას


ირანის რევოლუციური გვარდიის სარდალმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ შეწყვეტს ბალისტიკური რაკეტების პროგრამას და განაცხადა, რომ თეირანს საბრძოლო მდგომარეობაში ჰყავს რაკეტები. ბრიგადის გენერალმა ამირ ალი ჰაჯიზადემ 9 მარტს ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბარში აღნიშნა ისიც, რომ „თეირანი არაოდეს დათანხმებია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების შექმნას შეეხება“. სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ 8 და 9 მარტს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტის საცდელი სროლა განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით 9 მარტს გაშვებულ რაკეტებს ეწერა სიტყვები „ისრაელი უნდა განადგურდეს“.

XS
SM
MD
LG