Accessibility links

რუსეთი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე


რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მასშტაბურ სამეთაურო წვრთნებს იწყებს. როგორც რუსული მედია, რუსეთის სამხედრო ადმინისტრაციულ ერთეულზე - სამხრეთის სამხედრო ოლქზე დაყრდნობით იტყობინება, კავშირგაბმულობის ჯარების სამეთაურო-საშტაბო სწავლება ოლქის 35 პოლიგონზე, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, სომხეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიწყო. სწავლებაში სამხედრო და სპეციალური ტექნიკის 1 500-მდე ერთეულია ჩართული. სწავლება 12 მარტამდე გაგრძელდება. რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთ-საქართველოს ხუდღიანი ომის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მოსკოვს ოკუპირებულ ქართული ტერიტორიებზე 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, მძიმე ტექნიკა და შეიარაღება აქვს განთავსებული. ევროკავშირი და აშშ-ი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ და მოუწოდებენ რუსეთს, რომ გააუქმოს მათი აღიარება.

XS
SM
MD
LG