Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილმა ბაქოში გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს მეოთხე გლობალურ ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა პანელზე - "მსოფლიო დღეს - როგორ უნდა გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს". გავრცელებული ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებმა რეგიონში არსებული გამოწვევების, რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობის, ენერგოუსაფრთხოების, კონფესიათაშორისი დიალოგის შესახებ იმსჯელეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, პოლიტიკა, რომელსაც დღეს რუსეთი ახორციელებს, საგანგაშო სიგნალია არა მარტო საქართველოსათვის, არამედ მთლიანად რეგიონისათვის. „საქართველო რუსეთის ასეთ საქციელს აღიქვამს, როგორც რეგიონში დესტაბილიზაციის სურვილს, რომლის მსხვერპლიც საქართველო გახდა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

XS
SM
MD
LG