Accessibility links

უფლებადამცველები ავღანეთის მართლმსაჯულებას მკაცრად აკრიტიკებენ


საერთაშორისო უფლებათადამცველმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ მკაცრად გააკრიტიკა ავღანეთის მართლმსაჯულება ბრბოს მიერ ერთ-ერთი ქალის სასიკვდილოდ ცემის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გამო. გასული წლის 19 მარტს ავღანეთის დედაქალაქში რამდენიმე კაცი, მათ შორის პოლიციის და ჯარისკაცის ფორმაში მყოფი ადამიანი სასტიკად გაუსწორდა 27 წლის ფარხუნდა მალიკზადას, რომელიც ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ყურანის დაწვაში დაადანაშაულა. პატიმრის ცემით სიკვდილის დანაშაულში ბრალდებულ 13 პირს ავღანეთის პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი გაუნახევრა, ხოლო 8 მარტს უმაღლესმა სასამართლომ ეს განაჩენი ძალაში დატოვა.

XS
SM
MD
LG