Accessibility links

logo-print

ბალკანეთის სახელმწიფოებმა მიგრანტებს საზღვრები ჩაუკეტეს


ე.წ. ბალკანური მარშრუტი, რომლითაც გასულ წელს ჩრდილოეთ ევროპაში სულ მცირე მილიონამდე მიგრანტი ჩავიდა, მიმდინარე კვირაში მთლიანად ჩაიკეტა. საბერძნეთის მოსაზღვრე მაკედონია უკვე 7 მარტის შემდეგ აღარ აძლევს მის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას იმ დევნილებს ახლო აღმოსავლეთიდან, რომლებიც თავშესაფრის მისაღებად გერმანიასა და დანიაში მიეშურებიან. სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრეს ასევე სლოვენიამ და სერბიამ. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იოჰანა მიკლ-ლაიტნერმა საზღვრის ჩაკეტვას უწოდა გრძელვადიანი გადაწყვეტილება, რამაც „იმ თავისტკივილისაგან უნდა დაიცვას ევროპა, რაც მას მიგრანტთა კრიზისმა დაატეხა“.

XS
SM
MD
LG