Accessibility links

logo-print

უფლებადამცველი ორგანიზაციის თანახმად, თარხან ბათირაშვილი ცოცხალია და ის მხოლოდ დაჭრილია


ლონდონში მდებარე ადამიანის უფლებათა დამცველი სირიული ობსერვატორიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი, პანკისის მკვიდრი, თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანი, არ არის მოკლული და ის მხოლოდ დაიჭრა აშშ-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას. ამის შესახებ იტყობინება ბი-ბი-სი. უფლებადამცველთა ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, მძიმედაა დაჭრილი და იმალება. ამერიკის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, პიტერ კუკის თანახმად, გასულ კვირაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად, მოკლულ იქნა ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ 13 მებრძოლი, რომელთა შორისაც შესაძლოა ყოფილიყო ომარ ალ-შიშანი. ინფორმაცია ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციის შესახებ მედიაში აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა.

XS
SM
MD
LG