Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა თანამდებობა დატოვა


მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, გადადგომის შესახებ ყიფიანის განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე შესულია. მას პრემიერ-მინისტრმა უნდა მოაწეროს ხელი. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, განცხადებაში ყიფიანს თანამდებობის დატოვების მიზეზი მითითებული არ აქვს. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა 3 დღის წინ დაწერა გადადგომის შესახებ განცხადება.

XS
SM
MD
LG