Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობამ მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ვერც ამჯერად მოახერხა


სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობამ მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ვერც ამჯერად მოახერხა. "ბიზნესკონტაქტის" ინფორმაციით, პედაგოგთა ბოლო საგნობრივი გამოცდა მიმდინარე წლის იანვარში ჩატარდა. მასზე სულ 10 552 პრაქტიკოსი პედაგოგი დარეგისტრირდა. მათგან ტესტირება 6 477-მა გაიარა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი, რომელიც 60%-ით განისაზღვრებოდა, 1 101-მა ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 17%-მა გადალახა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ყველაზე სავალალო შედეგი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს აქვთ. კერძოდ, გამოცდაზე მისული 1 167 პედაგოგიდან კომპეტენციის დადასტურება მხოლოდ 94-მა პედაგოგმა ანუ დაახლოებით 8%-მა შეძლო.

XS
SM
MD
LG