Accessibility links

logo-print

ქალები ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ


უკრაინელი სამხედრო პილოტი ქალის, უმაღლესი რადის დეპუტატ ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში იმართება. 20 თვეა, რაც სავჩენკოს რუსეთის პროკურატურა ლუგანსკში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობის ხელშეწყობაში სდებს ბრალს და მისთვის 23-წლიან პატიმრობას ითხოვს. ნადეჟდა სავჩენკო ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ იგი უკრაინიდან რუსი ჟურნალისტების დაღუპვამდე გაიტაცეს და რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. პროტესტის ნიშნად მან 3 მარტს მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. რატომ იქცა ნადეჟდა სავჩენკო რუსეთის ხელისუფლების, პირადად პრეზიდენტ პუტინის რეჟიმთან ბრძოლის სიმბოლოდ, რატომ არ უნდა დარჩეს თავისუფალი სამყარო მისი ბედისადმი გულგრილი - ამაზე სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი მარიამ ლორთქიფანიძე და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე საუბრობენ. ზვიად ქორიძე, ტოტალიტარულ რეჟიმთან ერთად, ოკუპაციის წინააღმდეგ სავჩენკოს ბრძოლის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. იგი, სავჩენკოსთან ერთად, თავისუფლებისთვის მებრძოლ სხვა ქალებს, მათ შორის, ამჟამად პატიმრობაში მყოფ რადიო თავისუფლების აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, ხადიჯა ისმაილოვას, ისტორიიდან კი მარო მაყაშვილსაც იხსენებს. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.

XS
SM
MD
LG