Accessibility links

logo-print

სალომე ასათიანის ინტერVIEW სერგეი სტანიშევთან


გადაცემა „ინტერVIEW“ მასპინძლობს სერგეი სტანიშევს − ბულგარეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ამჟამად პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერს. ეს პოლიტიკური ორგანიზაცია აერთიანებს ევროკავშირის ქვეყნების სოციალისტურ, სოციალ-დემოკრატიულსა და ლეიბორისტულ პარტიებს, მის დამკვირვებელ პარტიებს შორის კი ერთ-ერთია „ქართული ოცნება“. სხვა საკითხებთან ერთად საუბარი ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: რას ნიშნავს „სოციალიზმის“ ცნება დღევანდელ ევროპაში? რამდენად გამართლებულია ამ ცნების გამოყენება მაშინ, როცა ის გადაჯაჭვულია ტოტალიტარიზმის თუ რეპრესიების გამოცდილებასთან? როგორია დასავლელი მემარცხენე პოლიტიკოსებისა და ინტელექტუალების დამოკიდებულება კრემლის პოლიტიკასთან და რუსეთში საბჭოთა კავშირის ისტორიის რევიზიის, მისი რეაბილიტაციის მცდელობებთან? რა მოუტანა ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობას საბიუჯეტო მომჭირნეობის პოლიტიკამ? რას ფიქრობს ბულგარეთის ყოფილი პრემიერი თავის ერთ უწინდელ განცხადებაზე, რომელიც ბევრმა ჰომოფობიურად მიიჩნია? და რა კრიტერიუმით შეირჩა „ქართული ოცნება“ პარტია „ევროპელი სოციალისტების“ დამკვირვებლად? გადაცემას უძღვება სალომე ასათიანი.

XS
SM
MD
LG