Accessibility links

logo-print

რუსეთში პატიმრობა მიუსაჯეს ტერორიზმში ბრალდებულებს


რუსეთის მოსკოვის სამხედრო სასამართლომ 11-დან 14 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა ექვს განსასჯელს, რომლებიც 2014 წელს მოსკოვის ერთ-ერთ გარეუბანში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. ისინი დამნაშავედ სცნეს ასევე იარაღის უკანონო წარმოებისა და გავრცელებისათვის. გამოძიების თანახმად სემენ ნურმუგამედოვს, აზიმ ისმაილოვს, ასევე ძმებს ვაგიდ და იუსუფ ჰუსეინხანოვებს, ასრეთ და ილდარხან რიზახანოვებს ტერორისტული აქტი 2014 წლის 9 მაისს, ქალაქ ოდინცოვოში მეორე მსოფლიო ომის სადღესასწაულო ღონისძიების დროს უნდა მოეწყოთ.

XS
SM
MD
LG