Accessibility links

დაპირისპირება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტობა და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა. სტუდენტებმა გამართეს აქცია უნივერსიტეტის კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის არჩევის წინააღმდეგ. კანცლერი უნივერსიტეტში უზრუნველყოფს ფინანსური, ადმინისტრაციული და მატერიალური რესურსების გადანაწილებას. არჩევნები უნივერსიტეტის სენატში დღეს უნდა გამართულიყო. სტუდენტებმა კენჭისყრაზე დასწრება მოითხოვეს, რასაც ჯერ უნივერსიტეტის დაცვამ, შემდეგ კი პოლიციამ წინააღმდეგობა გაუწია. თავის მხრივ, სტუდენტებმა სხდომაზე შესვლის საშუალება არც სენატის წევრებს მისცეს. საბოლოოდ, სენატმა კანცლერის არჩევა გადადო, სტუდენტებმა კი მიიღეს გადაწყვეტილება, აქცია მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელონ, მიუხედავად იმისა, რომ სენატმა მათ შესთავაზა, ორშაბათს შეხვედროდნენ ერთმანეთს. სტუდენტების მთავარი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ მოხსნას თავისი კანდიდატურა გიორგი გაფრინდაშვილმა.

XS
SM
MD
LG