Accessibility links

თბილისის უნივერსიტეტში სიტუაცია დაძაბულია


დაძაბულია ვითარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები უნივერსიტეტის სენატს სხდომის დაწყების საშუალებას არ აძლევენ და უნივერსიტეტის კანცლერის პოსტზე წარდგენილი გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას მოითხოვენ. სტუდენტთა ჯგუფის თქმით, გიორგი გაფრინდაშვილი უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრი იყო და მისი სახელი სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებს უკავშირდება, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტების მიმართ იყო განხორციელებული. უნივერსიტეტში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელსაც რექტორმა შენობის დატოვებისაკენ მოუწოდა. როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, ისინი უნივერსიტეტში დაცვის სამსახურმა გამოიძახა და ადგილის დატოვებას ჯერჯერობით არ გეგმავენ.

XS
SM
MD
LG