Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: უკრაინა „დიდწილად დაუცველია“ რუსეთის წინაშე


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა 10 მარტს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამბობს, უკრაინა „დიდწილად დაუცველი დარჩება რუსეთის სამხედრო უპირატესობის წინაშე“, მიუხედავად იმისა, აშშ რას მოიმოქმედებსო. ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში „ატლანტიკი“, ობამა მიანიშნებს, რომ უკრაინა აშშ-სთვის არ წარმოადგენს ფუნდამენტური ინტერესის საგანს, ხოლო რუსეთი ყოველთვის შესძლებს უკრაინაზე დომინაციის შენარჩუნებას, ვინაიდან ეს ქვეყანა რუსეთის ფუნდამენტური ინტერესის სფეროში შედის. ობამამ უარყო პოზიცია, რომ რუსეთში ან ჩინეთში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რაიმე გავლენას მოახდენს მკაცრი რიტორიკა, ან რაიმე ფორმის სამხედრო მოქმედება. ეს პოზიცია ეწინააღმდეგება ყველა მტკიცებულებას, რომელიც ბოლო 50 წელიწადის განმავლობაში გვინახავსო, განაცხადა მან. ობამას თქმით, „არსებობს შეკავების გზები, თუმცა ძალიან მკაფიოდ უნდა განისაზღვროს სამომავლო პერსპექტივაში რა ღირს ომში ჩართვად და რა არა“. ვაშინგტონში თუ ვინმე თვლის, რომ „ჩვენ რუსეთთან ომში ჩაბმაზე ვიმსჯელებდით ყირიმის, ან აღმოსავლეთ უკრაინის გამო, ეს ხმამაღლა, ძალიან მკაფიოდ უნდა განაცხადოს" - ამბობს ობამა ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG