Accessibility links

"მაესტროს" სახელით მაუწყებლობას ახალი ტელევიზია დაიწყებს


"მაესტროს" სახელით მაუწყებლობას რამდენიმე დღეში ახალი ტელევიზია დაიწყებს. როგორც ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ილია კიკაბიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას უკვე ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები მაკა ასათიანთან და შეთანხმდნენ შენობასთან და ყველა იმ აღჭურვილობასთან დაკავშირებით, რაც საჭიროა მაუწყებლობისთვის. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ტელეკომპანია "მაესტროში" მუშაობდა. მე აუცილებლად შევხვდები ყველა მათგანს და შევთავაზებ მათი პროფესიის და გამოცდილების მიხედვით ჩემთან თანამშრომლობას. თავის მხრივ, "მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მორიგი სარჩელით მიმართავს. როგორც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, ნანუკა ჭკუასელმა განუცხადა, გაჩეჩილაძე მოითხოვს შპს "ტელეკომპანია მაესტროს" მფლობელ ილია კიკაბიძეს არ მიეცეს შპს "სტუდია მაესტროს" სახელის გამოყენების უფლება.

XS
SM
MD
LG