Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: მჯერა, რომ თსუ-ს სტუდენტები და რექტორი ძალიან მალე იპოვიან გამოსავალს


„მჯერა, რომ თსუ-ს სტუდენტები და რექტორი ძალიან მალე იპოვიან გამოსავალს ამ სიტუაციიდან“, - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენები. "ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ სტუდენტმა გამოხატოს თავისი აზრი და გამოხატოს ხმამაღლა. მთავარია, რომ ეს აზრი არის მოსმენილი რექტორის მიერ, რაც არის ხოლმე ამ ასაკში პროტესტის გამოხატვის მიზანი, რომ მოუსმინონ მათ, ვინც იღებს გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ეს უფრო მეტად ჯანსაღი პროცესია, ვიდრე სხვა რამ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

XS
SM
MD
LG