Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუ-ში აქციის მონაწილე სტუდენტებს პარლამენტარი დავით ბერძენიშვილი შეხვდა


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქციის მონაწილე სტუდენტებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი შეხვდა. დავით ბერძენიშვილმა სტუდენტებს სოლიდარობის ნიშნად მხარდაჭერა აღუთქვა. სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი ყველანაირ პოლიტიკურ ძალას ემიჯნებიან. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ არ სურთ საპროტესტო აქციის პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირება. სტუდენტებმა დავით ბერძენიშვილს მადლობა გადაუხადეს, თუმცა პოლიტიკურ მხარდაჭერაზე უარი განუცხადეს. აქციის მონაწილე სტუდენტებმა დავით ბერძენიშვილს სთხოვეს, რომ საქართველოს პარლამენტი დაინტერესდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სიტუაციით და ე.წ. ოდეერების ინსტიტუტით, რათა დროულად მოხდეს უნივერსიტეტიდან "ოდეერების" განდევნა.

XS
SM
MD
LG