Accessibility links

ექიმი: კრემლის მედიის ყოფილი ხელმძღვანელი თავის „უხეში ტრავმით“ დაიღუპა


რუსეთის გენერალურმა პროკურორმა, სერგეი ჩაიკამ ოფიციალური თხოვნით მიმართა აშშ-ის გენერალურმ პროკურორს, ლორიტა ლინჩს, მიაწოდოს ინფორმაცია რუსეთის პრესის ყოფილი მინისტრის, მიხაილ ლესინის სიკვდილის თაობაზე. ჩაიკას წარმომადგენლის, სააკ კარაპეტიანის თქმით, თხოვნა გაიგზავნა აშშ-სა და რუსეთს შორის არსებული ხელშეკრულების გამოძიების შემთხვევებში ურთიერთმხარდაჭერის შესახებ. ვაშინგტონში ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთის პრესის ყოფილი მინისტრი მიხაილ ლესინი, რომელიც ამ ქალაქში, ნოემბერში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს, დაიღუპა „თავში უხეში ძალით მიყენებული ტრავმებით“, რაც მიანიშნებს, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყოფილი მოკავშირე შესაძლოა მოკლეს. ქალაქის სამედიცინო განყოფილების ოფისის ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებისთვის 10 მარტს გაგზავნილ განცხადებაში წერს, რომ ლესინის სიკვდილი ასევე გამოიწვია „უხეში ძალით მიყენებულმა ტრავმებმა“ ყელის, სხეულის ზედა ნაწილის და ზედა და ქვედა კიდურების არეში. ნიუ-იორკ ტაიმსი იმოწმებს ანონიმურად დატოვებული ოფიციალური პირის სიტყვებს, რომ ეს ტრავმები გამოწვეული იყო გარკვეული სახის შეტაკების შედეგად, რომელიც მანამდე მოხდა, სანამ ლესინი თავის სასტუმროს ნომერში დაბრუნდებოდა. სამედიცინო გუნდი აცხადებს, რომ საქმის გარშემო მოკვლევა კვლავაც გრძელდება და მეტ კომენტარს არ აკეთებს. ლესინის გვამის აღმოჩენის შემდეგ ვრცელდებოდა ცნობები, რომ ის მოკლეს, მას შემდეგ, რაც გამოძიების ფედერალურ ბიუროს, FBI-ს შესთავაზა დახმარება. ლესინი 1999-დან 2004 წლამდე იყო პუტინის პრესის მინისტრი, ხელმძღვანელობდა კრემლის მიერ კონტროლირებულ მედიაგიგანტ "გაზპრომ მედიას" და მონაწილეობა მიიღო „რაშა თუდეის“ შექმნაში - ინგლისურენოვანი სამაუწყებლო ქსელისა, რომელიც ახლა “RT“-ს სახელითაა ცნობილი.

XS
SM
MD
LG