Accessibility links

logo-print

პროკურატურა იძიებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტს


საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მთავარი პროკურატურა იძიებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტს. როგორც იუწყებიან, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 157 მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც გულისხმობს პირადი, ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას, ხოლო მისი მეორე ნაწილი ეხება პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას და გავრცელებას. ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი 11 მარტს გავრცელდა ინტერნეტით. საქართველოს სახალხო დამცველმა ამ ფაქტის გამო გაავრცელა საგანგებო განცხადება. უჩა ნანუაშვილი საგანგაშოდ მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ ფარულად გადაღებული მასალების გამოქვეყნების საკითხი გააქტიურდა. ნანუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურა საქმეს გამოიძიებს. სახალხო დამცველის განცხადებაში წაიკითხავთ, „სამწუხაროდ, საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი არაერთ მსგავს საქმეზე დაწყებული გამოძიების შედეგები“. ომბუდსმენი იმედს გამოვთქვას, რომ "საქართველოს პროკურატურა უსწრაფესად გამოიძიებს აღნიშნულ დანაშაულს, ყველა დამნაშავე პირი გამოვლინდება და სათანადო სიმკაცრით დაისჯება.ყველასათვის ცხადი უნდა გახდეს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა, მისი ჩამდენი პირები კი დაუსჯელნი არ დარჩებიან, რაც მაქსიმალურად შეამცირებს ასეთი ტიპის დანაშაულების გამეორებას მომავალში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედიასაშუალებები განსაკუთრებული სიფრთხილითა და პირადი ცხოვრების პატივისცემით მიუდგნენ აღნიშნული დანაშაულის გაშუქებას და უფრო მეტი მასშტაბი არ შესძინონ პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას,” წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG