Accessibility links

ქალის დისკრიმინაცია და სამსახური


ჩვენს რეალობაში საკმაოდ ხშირად გვხვდება ქალთა დისკრიმინაციის შემთხვევები - სქესის, ასაკისა და ოჯახური მდგომარეობის მიხედვით - როგორც სამუშაო ადგილებზე, ასევე დამსაქმებლის მიერ თანამშრომლების შერჩევის პროცესში. კიდევ ერთი ამ ტიპის გამოვლინება სულ ახლახან გააპროტესტა სახალხო დამცველმა და მიუთითა კონკრეტულ  კომპანიას, რომელიც მდივნის ვაკანსიისთვის ეძებდა „6-დან 25 წლამდე ასაკის გოგონას“, „დასაოჯახებელსა“ და „სრულიად უკომპლექსოს“, მისდიოს თანასწორობის პრინციპს და თანამშრომლები არა სქესის, ასაკისა და ოჯახური მდგომარეობის, არამედ კონკრეტული უნარებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით შეარჩიოს. რა ასაზრდოებს ქალების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომებს სამსახურში გადაცემის სტუმრები არიან „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი ნინა აბრამიშვილი და „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი ლიკა ჯალაღანია. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.

XS
SM
MD
LG