Accessibility links

logo-print

კერი სირიის სამშვიდობო მოლაპარაკების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ გაეროს შუამავლობით მიღწეულ სირიის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, გეგმის თანახმად 14 მარტს უნდა გაგრძელდეს. მანამდე აშშ-ისა და რუსეთის დამკვირვებლებმა უნდა იმსჯელონ მათ მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთახმების მოქმედების დროს გამოვლენილ დარღვევის ფაქტებზე. საუდის არაბეთში ვიზიტად მყოფმა ჯონ კერიმ 12 მარტს განაცხადა, რომ დღის ბოლოს ტელეფონით დაურეკავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგი ლავროვს და მიაწვდის ინფორმაციას, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადის რეჟიმი არღვევს ზავის პირობებს. სირიის წამყვანმა, პროდასავლურმა ოპოზიციურმა ძალებმა 11 მარტს განაცხადეს, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ მომდევნო კვირაში, დამასკის წარმომადგენლებთან დაგეგმილ ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

XS
SM
MD
LG