Accessibility links

logo-print

ლადო პაპავა აქციის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ლადო პაპავაას განცხადებით, ის არ აპირებს გადადგომას, რადგან ამან შესაძლოა სიტუაცია უნივერსიტეტში უფრო დაამძიმოს. "როდესაც უნივერსიტეტში არის გარკვეული პროცესი, რომელიც მართვას რეალურად ექვემდებარება, პირველ რიგში, შეიძლება დადგეს რექტორის პასუხისმგებლობის საკითხი. ამიტომ, ყველაზე ნაკლებად ვისაც აწყობს ის, რაც ხდება, არის რექტორი", - განაცხადა ლადო პაპავამ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლები. მათი მოთხოვნები უცვლელია - მოიხსნას კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა, დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში ე.წ. "ოდეერის", უსაფრთხოების საკითხების ოფიცრის ინსტიტუტის არსებობის შესახებ, მოხდეს კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირება, შეწყდეს თვითმმართველობის პრივილეგიების წახალისება ადმინისტრაციისა და რექტორატის მხრიდან.

XS
SM
MD
LG