Accessibility links

logo-print

დონბასში ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა


უკრაინის სამხედრო უწყების ცნობით, სამთავრობო ძალებსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის შეტაკებაში წუხელ 2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. სამხედრო უწყების წარმომადგენლის, ანდრეი ლისენკოს ინფორმაციით, ერთი ჯარისკაცი ნაღმსატყორცნის ნამსხვრევის მოხვედრით სოფელ ავდიივკასთან დაიღუპა, მეორე ჯარისკაცი კი - დონეცკთან 25 კილომეტრის დაშორებით, უკრაინის სამხედრო რაზმზე მოწყობილი თავდასხმის შედეგად. ლისენკოს თანახმად სეპარატისტებმა ბოლო დღეებში მოუხშირეს პროვოკაციებს და მძიმე არტილერიასაც იყენებენ. თვის დასაწყისში, ნატოს ძალების სარდალმა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა იწინასწარმეტყველა დონბასის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაცია.

XS
SM
MD
LG