Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის ნაკრები კვლავ დაამარცხეს


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 24:7 დაამარცხა. "ბორჯღალოსნებმა" რუსებს საკუთარ სტადიონზე, სოჭში სძლიეს. საქართველოს ნაკრები ამ გამარჯვების შემდეგ ევროპის ერთა თასის გათამაშებაში პირველ ადგილზე დარჩა. აქამდე ქართველ და რუს მორაგბეებს შორის 18 მატჩი გაიმართა. ქართველმა მორაგბეებმა 16 მოიგეს, ერთი წააგეს და ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა.

XS
SM
MD
LG