Accessibility links

logo-print

სირიის ხელისუფლება ჟენევის მოლაპარაკებებზე დელეგაციას გზავნის


სირიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დელეგაციას გაგზავნის ჟენევაში, სადაც 14 მარტს გაეროს შუამავლობით ოპოზიციასთან სამშვიდობო მოლაპარკებები შედგება. დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ მუალემი უხელმძღვანელებს. არაპირდაპირი მოლაპარაკებები სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ჟენევაში 3 თებერვალს გაიმართა იმ ფონზე, როდესაც სირიის სამთავრობო ჯარებმა, რუსეთის ავიაციის დახმარებით, ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს ქალაქ ალეპოზე.

XS
SM
MD
LG