Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირიკაშვილი: მკაცრად აგებენ პასუხს უკანანო ჩანაწერების გამავრცელებლები


„ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მსგავსი დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ აღარასოდეს მოხდეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 11 მარტს გამართული საგანგებო თათბირის შემდეგ. პარასკევს ინტერნეტით ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. „ვისი გადაღებული და გავრცელებულიც არ უნდა იყოს ეს ჩანაწერი, გეუბნებით, - პირობას გაძლევთ, უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ეს იქნება სამაგალითო პასუხი, რომ მსგავსი სიბინძურე თავში აღარავის მოუვიდეს! სამაგალითოდ დაისჯება ყველა, ვინც საკუთარი ამაზრზენი მოქმედებებით საზოგადოების განვითარებას აფერხებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 11 მარტს გამართულ სხდომაზე კვირიკაშვილმა დავალება მისცა პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა უსწრაფესად გამოიძიონ ეს საქმე.

XS
SM
MD
LG