Accessibility links

logo-print

საოკუპაციო რეჟიმი სოფელ ჯარიაშენთან აგრძელებს გზის გაყვანის უკანონო სამუშაოებს


გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის განაპირას, რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა გუშინ დილით დაწყებული სამუშაოები კვლავ განაახლეს. გავრცელებული ინფორმაციით, არეალში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება, გუშინ შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. მათ ადგილობრივთა ხილის ბაღებში ვაშლის მრავალწლიანი ნარგავების მოჭრა და გზის გაყვანის სამუშაოები დაიწყეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს საკითხი იქნება სერიოზული განხილვის თემა სამშაბათს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში დანიშნული შეხვედრის დროს. გარდა ამისა, უახლოესი რაუნდი მარტის მეორე ნახევარში იგეგმება ჟენევაში, სადაც საქართველოს დელეგაცია ძალიან მწვავედ დააყენებს აღნიშნულ საკითხს.

XS
SM
MD
LG