Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი დაიხურა


რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა ჟენევაში ადასტურებს მოსკოვში გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის დახურვა, რის საშიშროებასაც ამ ორგანოს ხელმძღვანელობა ადრე უკვე წინასწარმეტყველებდა. ამ ვითარების ფონია უფლებათადამცველების, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და საჯარო დებატების წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწყებული რეპრესიები. როგორც რუსეთის ელჩმა ალექსეი ბოროდავკინმა უთხრა სააგენტო „რია ნოვოსტის“, გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი დაეხმარა რუსეთს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, და ამიტომ „ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ხედავს იმაში, თუ მოსკოვის ოფისი დაიხურა.“„რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციაზე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარიატს მეყსეული რეაგირება არ გაუკეთებია. 10 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა ზეიდ რაად ალ ჰუსეინიმ შეშფოთება გამოხატა კრემლიდან მიღებული სიგნალების გამო, რაც მეტყველებდა რუსეთის განზრახვაზე დაეხურა ადამიანის უფლებათა ოფისი.

XS
SM
MD
LG