Accessibility links

logo-print

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ქიმიური შეტევა განახორციელა ჩრდილოეთ ერაყში


ერაყის ხელისუფლების თანახმად, ექსტრემისტებმა, რომელიც თავიანთ თავს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს უწოდებენ, 12 მარტს ქიმიური შეტევა განახორციელეს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კირკუკის მახლობლად. შიიტების წინააღმდეგ მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შედეგად ქალაქ ტაზაში ერთ-ერთი შიიტი მებრძოლის სამი წლის გოგო დაიღუპა. ოფიციალური ცნობების თანახმად, ქიმიური იერიშის შედეგად ქალაქის 600 მცხოვრებს აღენიშნებოდა დამწვრობა, ხუთვა და გაუწყლოება. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალი აბადმა ტაზის ერთ-ერთი სოფლის უხუცესებთან გამართულ შეხვედრაზე „თავდამსხმელების დასჯის“ პირობა დადო.

XS
SM
MD
LG